ვერ არის კარგი "გაპონის" გზა, ოლიგარქის სასახლემდე მიდის, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"ბ.ნ ბადრი ჯაფარიძეს ვუსმინე გუშინ, "15 მაისს ალბათ არ მივალთო, ჩვენ ვინც გვლანძღავს, იქ არ მივალთო".
გამეცინა, რადგან ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს სულ თაღლითი, გაიძვერა და მევახშე ეძახა ღია ტვ ეთერში და იმ პარლამენტში პირდაპირ ელისაშვილის გვერდით დასაჯდომად შედიან, თან "ესენი" რომ ხალხს ულანძღია, საერთოდ ვერ უნდა მისულიყვნენ ვერც ერთ მიტინგზე და საერთოდ ვერსად, თუ ლანძღვის გამო ამბობენ, მანამდე როგორ მიდიოდნენ?!
ვერ არის კარგი "გაპონის" გზა, ოლიგარქის სასახლემდე მიდის!", - წერს თაკო ჩარკვიანი.