რომ სალომე ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან სამწუხაროდ, თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ვერ გეტყვით, რა როლი უნდა შეასრულო მან. ვისაც უნდა იმას შეხვდეს, მაგრამ ვერანაირ როლს ქალბატონი ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერ შეასრულებს. სამწუხაროდ, თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მგონი, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსესია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მან იმით, რომ არჩევნების დღეს ხვამლის მთაზე ისვენებდა, უკვე გააკეთა განაცხადი, იმით რომ ყველა განაცხადი, რომელიც აქამდე ჰქონდა, იყო ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი განცხადება. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ის არის მხარე. ასე რომ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან დააგვიანა ამ პროცესში ჩართვა. თუ რამე კარგი იდეა ექნება, რა თქმა უნდა ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს იდეა, აუცილებლად გახდება მსჯელობის საგანი. რაც შეეხება შეწყალებას, რომელიც ქალბატონი სალომეს პრეროგატივაა, ის თუ ამას გამოიყენებს, ამით პოზიტიურ წვლილს შეიტანს პოლიტიკური პროცესის დარეგულირების საკითხში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.