"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციის გეგმაა, რომ 15 მაისს, თავისუფლების მოედანზე 100 ათასი ადამიანი შეიკრიბოს.
"15 მაისის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმა არის შემდეგი - ოპოზიციამ მიიღო ერთი მილიონი ხმა, ამაში რომ დავარწმუნოთ ადამიანები, 10 პროცენტი მაინც, ასი ათასი ადამიანი შვეკრიბოთ 15 მაისს თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" დათმობაზე წავიდეს, აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლა და მოსახლეობის აქტიური პროტესტი.
შეგახსენებთ, ოპოზიცია 15 მაისს, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გეგმავს.