ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის პირველი ლედი ნუნე სარქისიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ემილ ტარასიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგიკ ღალაჩიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი, სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავიდ პაპაზიანი.