ჩვენი სირცხვილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არ არის, წერს სოციალურ ქსელში სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც უკარაინაში სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ჩასვლის ფაქტს.
"უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ ლიეტუვას, ესტონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ჩვენი სირცხვილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არ არის. ძალიან სირცხვილია, როცა ამდენი ხანია ელჩი გვყავს გამოწვეული, ისტორიულად მოძმე და მოკავშირე სახელმწიფოდან", წერს ქადაგიძე.