14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4432 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4235 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.97 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1177 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0709 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.68 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4265 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.7375 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 აპრილიდან შევა ძალაში.