ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ეწვევა. ინფორმაცია საქართველოში ლიეტიუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ გაავრცელა.
ელჩის ინფორმაციით, ვიზიტი აპრილის ბოლოს შედგება.
"ვიზიტი ევროკავშირის მედიაციით გამართულ პოლიტიკურ დიალოგს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ლიეტუვა-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება", - წერს ელჩი მიკრობლოგ "ტვიტერზე".