"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს წარმატება უსურვა, თუმცა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გიგი უგულავამ "თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან".
"ვწუხვარ, რომ ბატონმა გიგი უგულავამ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან. თუმცა მინდა მათ მათ წარმატება ვუსურვო ყველა იმ საქმეში, რომელიც "ევროპულ საქართველოსთან" თანხვედრაში იქნება.
აქამდეც ყოფილა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, მათ ამ ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებიათ, მაგალითად ელენე ხოშტარიასგან ასეთი უსიამოვნო კომენტარები არ მომისმენია”, - აცხადებს გიგა ბოკერია.