საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"გულწრფელად ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას დედოფალს, სამეფო ოჯახს, დიდი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ხალხს, რომლებმაც დღეს არაჩვეულებრივი მსახური დაკარგეს. ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საქართველოში. დღეს სოლიდარობას გიცხადებთ", - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.
პრინცი ფილიპი, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი 99 წლისა გარდაიცვალა.