სულ გვესმის ხოლმე, რომ ხალხს უნდა რომ შევიდეთ, ვინ გითხრათ? ზუსტად ხალხის გამო ვართ გარეთ, თორემ შევიდოდით და გვექნებოდა ბონუსი, კარგი ხელფასი, - თქვა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, თუ ახლა ოპოზიცია პარლამენტში შევა ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, ძირფესვიან რეფორმებს ვერ განახორციელებს.
„საქართველოში არის სასამართლო კლანი და კორუფცია და ეს აშშ-ის სენატში ითქვა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ჩვენ ხშირად ველოდებით ხოლმე, რომ აი, ამერიკამ რა გვითხრა, ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები ხომ არ გეტყვიან, შედი ან არ შეხვიდე, იმათმა გვითხრეს, რომ სასამართლო კლანია და შეხვიდე უნდა იმიტომ, რომ მოახერხო სასამართლო რეფორმები, არა? რომ არ იყოს კორუფცია და სასამართლო კლანი, იმიტომ რომ თუ სასამართლო კლანია, როგორც სენატში გვითხრეს, და ოლიგარქიული მმართველობა მძლავრობს, მაშასადამე როგორ ჩატარდებოდა ნორმალური არჩევნები იმ ქვეყანაში სადაც კლანია. ესე იგი ვერ ჩატარდებოდა, მე ლოგიკას მივყვები ჟურნალისტურს. ზუსტად ეს პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. იმიტომ რომ საქართველოში სასამართლო კლანია 30 წელია, ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ ნორმალური, ჯანმრთელი არჩევნები ჩავატაროთ, ის რომ კორფუცია არ იყოს საქართველოში და შესაბამისად, იქ სადაც კორუფცია მძლავრობს, ეკონომიკა არის დაბალი, ეკონომიკა როცა არის დაბალი, ხალხი შიმშილობს, ეს არის ჯაჭვი. ეს იმის ბრალია, რომ სასამართლოში არის კლანი და ოლიგარქიული მმართველობაა. ამიტომ არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში.
როცა დავდივართ ყველა გვეუბნება, რაღაც უნდა შეიცვალოს. რა ქნას ოპოზიციამ? როგორ შეცვალოს? თუ კი შევალ [პარლამენტში] და ვერაფრის გაკეთებას, ძირფესვიანად ვერ გააკეთებ რეფორმებს, მე ის მანდატი გვინდოდა იმიტომ რომ მოხდეს სამართლებრივი რეფორმები და ეს მოხდება მაშინ როცა ჩატარდება ნორმალური არჩევნები. არაფერზე არ მოდის ხელისუფლება, აპრიორი შენ გეუბნება, რომ არც პოლიტპატიმრებს გამოვუშვებ, არც საარჩევნო სისტემა შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება და ისევ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. ახლა ჩვენ ვეუბნებით ხალხს აქედან, თორემ მოხალისე ვინ ზის აქ, რომ მაგალითად გარეთ ყოფნა უნდოდეს ვინმეს და თითქოს თვითმიზანია არშესვლა. ჩვენი თვითმიზანი არის დასრულდეს კორუფცია და სასამართლო კლანი“, - თქვა ჩარკვიანმა.