ლიეტუვა ნატოელ მოკავშირეებს შესთავაზებს, უკრაინას ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა MAP მიანიჭონ, რითაც კიევს საბოლოოდ გზა გაეხსნება ნატოს წევრობისკენ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
"უახლოეს მომავალაში, ჩვენ კვლავ უნდა მივმართოთ კოლეგებს, რათა განიხილონ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს შეუძლია გაიმეოროს თავისი შეთავაზება MAP-ის მინიჭების თაობაზე", - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს იქნება "ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის", რომ კურსს, რომელიც უკრაინა აირჩია, ნატოს ქვეყნები აფასებენ.