საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული მრევლის ხარების ტაძრიდან მიულოცა და ქადაგებისას მრევლს სიყვარულისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება“, - თქვა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, „იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა.“
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.