"ნიკა მელია ამბობს, რომ პატიმრობაში დატოვებენ, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოუშვებენ. სჯობს, ჩამოყალიბდნენ", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური. მისი განმარტებით, სასამართლო არის ობიექტური და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"სასამართლომ რომ გამოუშვას, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება?
სიტუაციის განმუხტვის გასაღები როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც თავად მელიას ხელშია. თუ მელიას, როგორც ძლიერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს, მაღალი პოლიტიკური შეგნება და პასუხისმგებლობა აქვს, მან პოლიტიკურ პროცესებს ხელი უნდა შეუწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც სასამართლო და ვერც სხვა ინსტიტუცია ვერ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ღუდუშაური.