ბრიტანელი მსახიობი პოლ რიტერი 54 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
პოლ რიტერს არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის არის "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი", "ინფერნო" და სხვები, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მინისერიალ "ჩერნობილში" შესრულებული როლისთვის, სადაც მან ანატოლი დიატლოვი განასახიერა.
მსახიობს ლოურენს ოლივიეს პრემია აქვს მიღებული.