საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ის თავად ავრცელებს "ფეისბუკით".
"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", - წერს ის.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.