საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი ეროვნული მასშტაბის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 17%-ის კი პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს აქვს.
კეთილგანწყობის მიხედვით საჯარო და პოლიტიკური ფიგურების პროცენტულობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
გიორგი გახარია 65%
კახა კალაძე 54%
დავით ბაქრაძე 52%
ნიკა მელია 42%
ბიძინა ივანიშვილი 40%
გიორგი ვაშაძე 39%
დავით უსუფაშვილი 36%
არჩილ თალაკვაძე 33%
ირაკლი კობახიძე 33%
სალომე ზურაბიშვილი 31%
გიგი უგულავა 29%
შალვა ნათელაშვილი 27%
მამუკა ხაზარაძე 26%
ალეკო ელისაშვილი 26%
ლევან ხაბეიშვილი 24%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 21%
ირმა ინაშვილი 21%
ნინო ბურჯანაძე 20%
ბადრი ჯაფარიძე 17%
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.