"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუარი ოპოზიციას ურჩევს ჯერ ჩამოყალიბდნენ მართლა უნდათ თუ არა მანდატების შეწყვეტა. სუბარი ამბობს, რომ ოპოზიცია ჯერ ჩამოყალიბდეს და შემდეგ უმრავლესობა იფიქრებს მისცეს თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება.
„ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით რომ მოგვმართავენ, როგორც კი, შეწყვეტის დღე ახლოვდება, თხოვნებს აყოლებენ, არ შეწყვიტოთ, ეს იქნება დემოკრატიიდან უკან გადადგმული ნაბიჯიო. ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა, შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა, თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს.„თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში ეწერებოდა, რომ ადამიანს, რომელიც მოითხოვს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.