"15 მაისს ჩვენ ვაპირებთ, რომ საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროტესტი გავმართოთ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად", - განმარტავს "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.
მისი თქმით, ამ რეჟიმს საერთოდ არ აინტერესებს არც მოქალაქეების ხმა და არც საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება.
"საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე. ეს აქცია იქნება ძალინ მასშტაბური. ასევე, იქნება საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი, სერიოზული გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ არ შეიძლება, ქვეყანა ერთი ადამიანის უკანა ეზოდ ვაქციოთ. ჩამოყალიბდება საკოორდინაციო შტაბი, სადაც თითო პარტიიდან იქნება თითო ადამიანი, რომელიც უფრო კარგად უზრუნველყოფს კომუნიკაციას პარტიებს შორის. თუმცა ჩვენ ვართ მუდმივად კავშირში პარტიის ლიდერებთან, ეს იქნება კამპანიური ხასიათის, ჩავალთ რეგიონებში, ვივლით, გავესაუბრებით ადამიანებს. საბოლოო ეტაპი კი იქნება 15 მაისი. ორი მიმართულებით ვაპირებთ ზეწოლას რეჟიმზე – საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ყველას ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხის ქვეშ და მეორე იქნება პროტესტი, რომელიც არის დემოკრატიის ფორმა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.