არ მესმის, როგორ შეიძლება, "ქართულ ოცნებას" საერთოდ რამეზე ესაუბრო - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მისი თქმით, თუ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კვლავ განახლდება, ოპოზიცია თავის მოთხოვნებს არ შეცვლის.
"ქართული ოცნება“ საბოლოოდ წარმოჩინდა იმ ძალად, რომლსაც საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. თუ გავითვალისწინებთ გუშინ მომხდარ ფაქტს, საკრებულოს წევრის დაჭრას ცივი იარაღით „ქართულო ოცნების“ აქტივისტის მიერ, ასევე ბათუმში მომდარ ძალიან მძიმე ფაქტს, 9 წლის თავზე ისევ იგივე მეორდება, რადგან ეს არის ძალა, რომელსაც საერთოდ არავითარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და პოლარიზაციის დასრულების წინაშე არ გააჩნია. არ მესმის, როგორ შეიძლება, ამ ძალას საერთოდ რამეზე ესაუბრო. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა უფრო გაიზრდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ, მოლაპარაკების მესამე ეტაპთან დაკავშირებით ჯერჯერობით მათი მხარიდან არავითარი გზავნილი არ გვაქვს, მაგრამ იმ შემთვევაში თუ, მესამე ეტაპი იქნება, ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩარჩოზე შეთანხება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.