სამების საკათედრო ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გასტანს.
სახელგანთქმული ქართველი მწერალი 82 წლის ასაკში გუშინ, 3 აპრილს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში კლინიკაში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ.