თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს. მისი თქმით, თავს უკეთესად გრძნობს.
"პირველ როგში, მინდა, მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. კონკრეტულად მინდა დავასახელო ექიმები, ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი და ყველა, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ძალიან დიდი მადლობა. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა", - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძეს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა.