ხვალ, 3 აპრილს საქართველო ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ევროპის ქვეყნებში „სინოფარმს“ იყენებს უნგრეთი და ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ.
"ხვალ საქართველო მიიღებს ჩინური "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზას. ევროპის ქვეყნებში "სინოფარმს" იყენებს უნგრეთი და აღიარებული უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2, +8 გრადუსი. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა, რაც "ასტრაზენეკასთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.