დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე", - ვკითხულობთ განკარგულებაში.