რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველო დატოვეს. ისინი სამშობლოში ვადაზე ადრე დაბრუნდნენ. ცნობილია, რომ აქტივისტების პროტესტის შედეგად ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს.
პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.