პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების გამო, პოლიტიკოსებს აკრიტიკებს.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებისთვის რაღაცის დათმობას ნიშნავს.
„რასაც ითხოვ, ყველაფრის გატანა კომპრომისი არ არის. რასაც იტყვი და რაზეც მუშტს დააბრახუნებ, ის თუ გგონია, რომ ბოლომდე უნდა გაიტანო, მაშინ მოლაპარაკებაში რატომ მონაწილეობ, არ ვიცი. იყო და არის შესაძლებლობა, რეალური კომპრომისი ორმხრივი იყოს. ეს შესაძლებლობა გუშინაც იყო. როცა ქვას ააგდებ, თავს შეუშვერ და გგონია, შენი მოთხოვნა 100 პროცენტით უნდა შესრულდეს, არაფერი გამოვა. არ ვიცი, ვინ უნდა ჩამოვიდეს და დაგვსვას, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, ის თუ ვერ გაითავისეს მოლაპარაკების მონაწილე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ კომპრომისში შენც რაღაც უნდა დათმო და მხოლოდ მეტოქეს არ უნდა დაათმობინო“, - თქვა ელისაშვილმა.