ვგეგმავთ აქციას 15 მაისისთვის და ვიწყებთ მზადებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილება და ვადამდელი არჩევნები.
“ ჩვენ დღეიდან ვაპირებთ ორი მიმართულებით მუშაობას, საზოგადოების მობილიზაცია მაქსიმალური, რათა გააქტიურდეს ყველა მოქალაქე, ვისაც სურს, რომ იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ვგეგმავთ აქციას 15 მაისს და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის. ჩვენ დავუთმობთ ძალიან დიდ დროს იმის ახსნას ჩვენი მეგობრებისთვის, თუ რა მოხდა და რატომ ჩაიშალა მოლაპარაკები. ვიმუშავებთ მათთან, რომ გაიზარდოს წნეხი, მათ შორის პირადად ივანიშვილზე”, - თქვა სამადაშვილმა.