საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმიანება.
ბრიტანეთის საელჩო მიიჩნევს, რომ დიალოგი კვლავ უნდა გაგრძელდეს.
"ვწუხვართ, რომ მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. აუცილებელია პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე. დიალოგი უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები, მმართველ პარტიისა და ოპოზიციას შორის, კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა დანიელსონის წინადადებები, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.