საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმიანება.
პრეზიდენტის განცხადებით, დანიელსონის წინადადება კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის.
"საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებმა ჯერ ვერ მიაღწიეს მოსალოდნელ შედეგს. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგ საფუძვლად რჩება სამომავლო პროგრესისთვის", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები, მმართველ პარტიისა და ოპოზიციას შორის, უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა დანიელსონის წინადადებები, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.