ისეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოშია, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს გვერდი გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მე მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი თუ რამდენად ელოდებოდით თქვენ თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. მაგრამ, ასევე, მე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მსვლელობაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასიამოვნო წინადადებები შემოიტანეს და ასევე, მედიას ჰქონდა ძალიან მაღალი დონე ამ ყველაფრის გაშუქების და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა.
როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდები, მე ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს გვერდიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ", - განაცხადა დანიელსონმა.