პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, ვერ წარმომიდგენია, რომელიც რაიმე შეთანხმებას მოაწერს ხელს, სადაც არ იქნება ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება დაფიქსირებული. ის უბრალოდ ელისაშვილიზაციის პროცესში ჩაერთვება, - თქვა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ
მისი თქმით, ოპოზიციაში არ არიან ადამიენები, რომლებიც ხელს ისეთ დოკუმენტს მოაწერენ, სადაც ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხზე საუბარი არ არის.
„პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, ვერ წარმომიდგენია, რომელიც რაიმე შეთანხმებას მოაწერს ხელს, სადაც არ იქნება ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება დაფიქსირებული. ის უბრალოდ ელისაშვილიზაციის პროცესში ჩაერთვება და ისევე ჩართავს თვითგანადგურების რეჟიმს, როგორც ეს ელისაშვილმა გააკეთა. არ ვისურვებდი, რომ ვინმე ასეთი იყო, მაგრამ თუ პოტენციურად ასეთები არიან, რაც მალე ჩამოშორდებიან ოპოზიციას და რაც მალე მოხდება ლუსტრაცია, მით უკეთესი. ხელისუფლების არაადეკვატური და უბრალოდ თავხედური პოზიცია მალაპარაკებს იმაზე, რომ შეთანხმება სავარაუდოდ ვერ შედგება”, - თქვა ბურჯანაძემ.