„რომპეტროლ საქართველო“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება. კომპანია გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის მიზანს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციტივითა და ძალისხმევით დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებელთა კრებას, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობისა და ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. ჩემი, როგორც საპატიო კონსულის საქმიანობა მოიცავს, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას და საქართველოსა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას.“ - აცხადებს ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი.
„გაერთიანებაში ჩართულობა სასიკეთო ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების გასაღრმავებლად. გაერთიანება ორიენტირებული იქნება ინვესტიციებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ორი ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე. „რომპეტროლი“ აქტიურად ჩაერთვება მუშაობის პროცესში და ვფიქრობთ, ამ კუთხით ბევრ სასიკეთო ნაბიჯს გადავდგამთ.“- აცხადებენ რომპეტროლში.
„რომპეტროლ საქართველოსთან“ ერთად, ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყაზახური კაპიტალით შექმნილი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana”, „სილქ როუდ ჯგუფი“ და „GK logistic“.
საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ კომპანიებში დასაქმებულია 3500-ზე მეტი ადამიანი. ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები.
„რომპეტროლ საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს