თუ შედგება შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები ,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის.
„ ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც. როგორც მე ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული – საქართველოს ხალხი“, – აღნიშნა დანიელსონმა.