გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.
მისივე ცნობით, გოგი წულაია ადვოკატთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა.
"დღეს იყო ჩანიშნული გოგი წულაიას პაემანი ადვოკატთან, მაგრამ ვერ შეძლო კონტაქტი, ცუდად გახდა, წაიქცა. არ ვიცი რა გითხრათ, 15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს," - განაცხადა ადვოკატმა.
წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.