"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი , - თქვა "დღის კურიერში" "ქართული ოცნების" წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, მისთვისაც მოულოდნელი იყო 3 დღის შემდეგ გიორგი გახარიას განცხადება გადადგომის შესახებ.
"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად.
შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას მე პირველად არ ვამბობ, იმ დღესაც ვთქვი, როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა ჩვენ ყველას, რომ იმუნიტეტის მოხსნა იყო აუცილებელი”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.