ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარებს. შეხვედრას ასევე ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 14:00 საათზე შეხვედრა გაიმართება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან.