Raiffeisen Bank-მა საქართველოს ბანკს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის ხარისხის ჯილდო გადასცა.
"მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Raiffeisen Bank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2020 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, Raiffeisen Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით.
ჯილდო ბანკებს გამართული STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის ენიჭებათ.