ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, პრემიერთან შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას.
დღესვე, დაგეგმილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.
დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.