საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხვალ საჯაროდ აიცრება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჯაროდ აიცრება ასევე ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე.
"29 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ აიცრება. 29 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეკონომისტი და მოაზროვნე გუნდის "რა? სად? როდის?" ლიდერი გიორგი ბაქრაძე საჯაროდ აიცრება", - იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.