აშშ მიიღებს აუცილებელ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქმედებების გამო. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ქმედებების სხვადასხვა ფორმას... ახლა ვიმყოფებით კიბერთავდასხმების, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში ქიმიური იარაღის გამოყენების მიმოხილვის დასრულების პროცესში... ამ ყველაფერს მოყვება მაღალი ფასის გადახდა და შედეგები", - განაცხადა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.
"ჩვენ მივმართავთ აუცილებელ ქმედებებს იმ დროს და იმ ადგილას, რომლებსაც აშშ აირჩევს, როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც პრობლემებს ქმნიან", - დასძინა ბლინკენმა.