სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის თანამდებობიდან აპრილში გადადგება.
ფაშინიანის თქმით, თანამდებობიდან გადადგება არა იმისთვის, რომ წავიდეს, არამედ რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად.
"აპრილში გადავდგები, არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ რათა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. ამ დროს ვიქნები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი", - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ძალაუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 20 ივნისს გაიმართება.