გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ნატო-ს მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. იუწყება Die Zeit.
მაასის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის აგრესიასა და დეზინფორმაციას ერთიანი პასუხი უნდა გასცეს.
"ჩვენი დაყოფის უფლებას არავის მივცემთ", - განაცხადა მაასმა ბრიუსელში ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სხდომაზე. ამასთან აღნიშნა, რომ ნატომ დიალოგი არ უნდა შეწყვიტოს მოსკოვთან და იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი გახდება ქმედითი ურთიერთობა უსაფრთხოების საკითხებში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო და ევროკავშირი ცალცალკე წინ ვერ აღუდგებიან რუსეთს და ორივეს ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ამასთან, მან რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ჩახშობაში დაადანაშაულა, რაზეც მოსკოვმა ბრიუსელს უპასუხა, რომ უკეთესია, თავის პრობლემებს მიხედოს და რუსეთს თავი დაანებოს.