ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, ვაქცინაციისკენ მოწოდებები არასაკმარისი აღმოჩნდა.
ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. მოწოდებები ვაქცინაციისკენ იყო, მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა.
ჩვენ ხომ შეგნებული ერი ვართ, მით უმეტეს, ექიმები. ექიმებს ვაქცინაციისკენ მოწოდება უნდა სჭირდებოდეთ? არ უნდა სჭირდებოდეთ," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, შესაძლოა კიდევ დაიწიოს ასაკმა ან სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს.