COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. 29 250 დოზის ტრანსპორტირება, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოხდება.
Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება.
მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება