ქუთაისის უნივერსიტეტსა და პოლონეთის დაბროვა გორნიცას WSB საბანკო საქმის უმაღლეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობაზე, ისევე როგორც აკადემიური ინფორმაციის და მასალების ურთიერთგაზიარებაზე, ერთობლივი კონფერენციების, ვებინარების, კვლევითი აქტივობების და ტრეინინგ კურსების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე.
მემორანდუმზე დაყრდნობით მხარეები 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში საერთაშორისო სტუდენტური მობილობის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.