ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ბატონი ნიკა მელია, ვინაიდან დაარღვია კანონი, ზის ციხეში,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული პოლიტიკური სპექტირს ნათქვამს ოპოზიცია სწორად გაიგებს.
"ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ბატონი ნიკა მელია, ვინაიდან დაარღვია კანონი, ზის ციხეში. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიციური სპექტრი ამ გზავნილებს სწორად, კარგად გაიგებს და ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება, ვიმუშაოთ ერთად პარლამენტში და როგორც მინისტრს მქონდეს შესაძლებლობა, რომ უკვე ოპოზიციონერი პარლამენტარების მოსაზრებები, თუნდაც კრიტიკა მოვისმინო და შევძლო ვუპასუხო კითხვებს", - განაცხადა წულუკიანმა.