დეპუტატი ლადო კახაძე კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა. პარლამენტის წევრმა AstraZeneca-ს ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.
ლადო კახაძემ მოუწოდა ექიმებს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია.
"აცრა არის ამ სივერაგიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, საერთოდ არ მიგრძვნია, როგორ გამიკეთეს, ადგილობრივი რეაქცია არ მქონია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა და სირთულე დავძლიოთ. წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება, რომელსაც ჯანმრთელები უნდა შევხვდეთ. ვაქცინაცია არის აბჯარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აცრილი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი მოხვდება, ანტისხეულები მას გაანადგურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ექიმებს და ასაკობრივ ადამიანებს ვაქცინაციის მხრივ გააქტიურებისკენ. მე ვაკმაყოფილებ როგორც პროფესიულ, ისე ასაკობრივ კრიტერიუმს", - განაცხადა კახაძემ.