ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, - თქვა "ღამის კურიერის" ეთერში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, მსახიობის, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, ეს არ შეიძლება იყოს პოსტკოვიდური გართულება, რადგან რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის საავადმყოფოდან გაეწერა, ვირუსისგან სრულიად თავისუფალი იყო.
"ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. წინა პერიოდში, მ2-3 თვის წინ მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და მის გარეშე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ, ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას", - თქვა ლევან რატიანმა.