იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ - აცხადებს თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე "რუთავი 2"-თან საუბრისას.
ენდელაძის განცხადებით, იმუნიზაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მოსალოდნელია მესამე ტალღა და ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ჯერჯერობით შექმნილი არ არის.
"იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. ახლა, მითუმეტეს, პერიოდია, რომ მთელი მსოფლიო ელოდება უკვე მესამე ეტაპს, როდესაც შეიძლება ისევ იყოს მატება და ყველასათვის და მსოფლიოში ზოგადად მიღებულია, რომ ერთადერთი პანდემიისგან თავდაცვის საშუალება არის ვაქცინაცია და პარალელურად - მედიკამენტი. ჯერ მედიკამენტი არ გვაქვს, დარჩა ვაქცინაცია,“ - აცხადებს მარინა ენდელაძე.