Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ხვალვე მოხდება მისი ტრანსპორტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრში და შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამჟამად ვაქცინაცია მიმდინარეობს.
Pfizer-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ დაუშვა.