ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოში კრისტიან დანიელსონის მომდევნო ვიზიტი შეაფასა.
„მე დარწმუნებული ვიყავი, შარლ მიშელი მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ყველა ხერხით, ყველა გზით, მათ შორის „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლით გაეგრძელებინა მედიაციის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.